სამუშაო საათები : ორშ - პარ. 09:30 - 22:00 / შაბ. - კვირა 10:00 - 18:00

სერვისები და მომსახურეობა

სერვისები და მომსახურეობა

კომპანიის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის და მოქმედებს კარიდან კარამდე პრინციპი. რეგისტრაციის გავლა და კომუნიკაცია სოციალური ქსელებისა და ვებ-გვერდის მეშვეობით ხდება. სპეციფიური ამანათებისა და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს ექნება გაყიდვების მენეჯერთან სატელეფონო საუბრით რეგისტრაციის საშუალება.
ანგარიშსწორებახდება სურვილისამებრ: კურიერთან მთლიანი თანხის გადახდა, რაც მოიცავს ამანათისა და საკურიერო მომსახურების თანხის გადახდას, ან ნაწილ-ნაწილ - კურიერთან მხოლოდ საკურიერო მომსახურების გადახდა.
მომხმარებლისთვის სრული კომფორტის შესაქმნელად გთავაზობთ შემდეგ სერვისებსაც:
დოკუმენტაციის უკან დაბრუნება
კურიერის ხელმოწერა ჩამბარებელი პირის ნაცვლად
განვადების შემთხვევაში დასურათება
სერვისები
ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ სხვადასხვა თქვენთვის სასურველი სერვისის მონიშვნა შესაბამისი მომსახურების მისაღებად: ხელმოწერილი დოკუმენტის უკან დაბრუნება, დასურათება და სხვა. სასურველი სერვისის მონიშვნის შემდეგ სისტემა ავტომატურად დაამატებს მის ღირებულებას შეკვეთის თანხას (რაც მოიცავს უკვე თქვენ მიერ მითითებული მონაცემების შედეგად დაანგარიშებულ თანხას).