სამუშაო საათები : ორშ - პარ. 09:30 - 22:00 / შაბ. - კვირა 10:00 - 18:00

გზამკვლევი და მართვა

გზამკვლევი და მართვა

ვებ-ის შესაძლებლობები - რეგისტრაციის გავლა, პაროლის შეცვლა ,შეკვეთის გაფორმება , გზავნილის მოძრაობისა და შეკვეთების ისტორიის ნახვა ანალიტიკა.

შეკვეთის რეგისტრაცია ეტაპები :

შენი კაბინეტი
-კომპანიის ვებ-გვერდზე შეკვეთების განსახორციელებლად პირველ ეტაპზე უნდა შეხვიდეთ ოფციაში „ჩემი კაბინეტი“, გადახვიდეთ ფაილებში და მონიშნოთ ფილიალის დამატება. ამის შემდეგ, ავსებთ თქვენს მონაცემებს და ინახავთ არსებულ ინფორმაციას

შეკვეთის გასაფორმებლად - გადადიხართ შეკვეთის ფორმაზე, ირჩევთ წინასწარ გამზადებულ ფილიალს და ავტომატურად ივსება გამგზავნის ინფორმაცია. ასევე, ავსებთ მიმღების ინფორმაციას. მიმღების ინფორმაციის შესავსებად პირველ ეტაპზე ირჩევთ სასურველ ლოკაციას. ამ ინფორმაციის შევსების შემდეგ სისტემა ავტომატურად გამოიანგარიშებს აღება-ჩაბარების ვადებს.

მიმღების ინფორმაციის შევსების შემდეგ აუცილებელია გზავნილის აღწერა: ამანათის წონის მისათითებლად შესაძლებელია წინასწარ გამზადებული წონითი კატეგორიების მონიშვნა ან მონაცემების ხელით შევსება. მსხვრევადი გზავნილის შემთხვევაში უნდა მონიშნოთ შესაბამისი ოფცია, აღნიშნული ინფორმაცია გზავნილის შეფუთვაზეც უნდა იყოს მითითებული. რაოდენობაში იწერება ამანათში არსებული ერთეულების რაოდენობა.