წესები და პირობები
ერთი მხრივ, შპს „ფოსტით“ (ს/ნ: 405651780; მის:; ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 9დ.
ციფრული სერვისების პლათფორმა:https://wpost.ge ) (შემდეგში - „კომპანია“) და მეორე მხრივ, ფიზიკური ან იურიდიული პირი (შემდეგში - „მომხმარებელი“), რომელიც რეგისტრირებულია ციფრული სერვისების პლათფორმაზე https://wpost.ge დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას კომპანიის ციფრული სერვისების პლატფორმის https://wpost.ge მეშვეობით ხელმისაწვდომი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის მიზნით.
ხელშეკრულების საგანი
1.. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შემდეგი სახის პროდუქტების/სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ანაზღაურების სანაცვლოდ:
1.1. გზავნილის რეგისტრაცია;
1.2. გზავნილის გადამისამართება /ადრესატის მისამართის/ვინაობის ცვლილება;
1.3. გზავნილის მისამართზე ჩაბარების სერვისი;
1.4. ადგილობრივი გზავნილი „სახლიდან სახლში“;
1.5. გზავნილის დასურათება;
1.6. გზავნილის შეფუთვა;
ზოგადი პირობები
2.1. ციფრული სერვისების პლატფორმაზე https://wpost.ge რეგისტრაციას ექვემდებარება სრულწლოვანი ფიზიკური პირი.
2.2. ციფრული სერვისების პლატფორმის https://wpost.ge მეშვეობით კომპანიის პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის წინაპირობაა მომხმარებლის მიერ ციფრული სერვისების პლატფორმაზე https://wpost.ge რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს; იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს; ელ.ფოსტას; ანგარიშის ნომერს და პაროლს;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში - სახელწოდებას; საიდენტიფიკაციო ნომერს; იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს; საბანკო ანგარიშის ნომერს, წარმომადგენლის მონაცემებს; საკონტაქტო ტელეფონის ნომერს; ელ.ფოსტას და პაროლს, კომპანიის საქმიანობის სფეროს;
2.3. მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის ავტორიზაციის პარამეტრები (ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი).
მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირს აქვს წვდომა მომხმარებლის ანგარიშზე, ივარაუდება, რომ ის მოქმედებს სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში და კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას შესაძლო ზიანზე.
2.4. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი პერიოდული განახლება. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარ ზიანზე.
2.5. რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებლის მიერ შესაბამისი პროდუქტების/სერვისების არჩევის, შეკვეთის განთავსებისა და საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის შედეგად იდება დისტანციური ხელშეკრულება, რაც კომპანიის მხრიდან შესაბამისი შესრულების დაწყების საფუძველია.
2.6. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებზე (ხელშეკრულების სტანდარტული პირობები) დათანხმებით მომხმარებელი აცხადებს უპირობო თანხმობას, რომ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შესახებ, მათ შორის, პროდუქტების/სერვისების საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების, პროდუქტების/სერვისების მიწოდების ვადებისა და სხვა პირობების შესახებ, წარმოადგენს დისტანციური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.7. დისტანციური ხელშეკრულების დადების მომენტიდან მომხმარებელი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, აგრეთვე ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების კომპანიისათვის დაბრუნებისა და პროდუქტების/სერვისების მიწოდების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
მომხმარებელსა და კომპანიას შორის ანგარიშსწორება
3.1. მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს, როგორც საკრედიტო ბარათით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით.
3.2. საკრედიტო ბარათით ანგარარიშსწორება შესაძლებელია მოხდეს VISA ან MASTERCARD ბარათით საიტზე https://wpost.ge
3.3. კურიერთან ანგარიშსწორება შეაძლებელია განხორციელდეს ნაღდი ანგარიშსწორების გზით ან ტერმინალის გამოყენებით.
3.4. საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის შპს ,,ფოსტით”.
3.5. მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის გზავნილის შესაძენად
გადარიცხული/გადახდილი თანხები წარმოადგენს მომხმარებლის საკუთრებას, რაც
მასთან ბრუნდება გზავნილის მიწოდების სახით.
მხარეთა უფლება-მოვალეობები
4.1 მომხმარებელს უფლება აქვს:
4.1.1. მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროდუქტის/სერვისის მიწოდება;
4.1.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მოითხოვოს კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
4.2. მომხმარებელი ვალდებულია:
4.2.1. გზავნილის სპეციფიკის გათვალისწინებითა და უსაფრთხო მიწოდების მოთხოვნების დაცვის მიზნით უზრუნველყოს, რომ გზავნილი სათანადოდ იყოს შეფუთული;
4.2.2. არ გააგზავნოს აკრძალული ნივთები;
4.2.3. საფრთხის შემცველი გზავნილის არსებობისას გააფრთხილოს კომპანია საფრთხის ზუსტ სახეობასა და აუცილებლობის შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომებზე მითითებით;
4.2.4. დროულად მიაწოდოს კომპანიას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის/სერვისის მიწოდებისათვის საჭირო სრული და უტყუარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
4.2.5. დროულად და სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური;
4.2.6. სრულად აანაზღაუროს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შედეგად კომპანიისათვის მიყენებული ზიანი.
3.3. კომპანიას უფლება აქვს:
4.3.1. უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროდუქტის/სერვისის მიწოდებაზე, თუ მომხმარებელი არ აკმაყოფილებს ან/და არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
4.3.2. გადმოტვირთოს, გაანადგუროს ან გააუვნებელყოს გზავნილი, რომლის საფრთხის შემცველობის შესახებ არ იყო სათანადოდ ინფორმირებული. ამასთან, ამ შემთხვევაში კომპანია თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან;
4.3.3. მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის/სერვისის მიწოდებისათვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა;
4.3.4. მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდა;
4.3.5. მოითხოვოს მომხმარებლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4.4. კომპანია ვალდებულია:
4.4.1. მიაწოდოს მომხმარებელს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტი/მომსახურება, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს ან/და არ არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
4.4.2. აუნაზღაუროს მომხმარებელს მიყენებული ზიანი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
კონფიდენციალობის ვალდებულება
5.1. მხარეები ვალდებული არიან, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
5.2. კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
5.2.1. რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
5.2.2. თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო, მათ შორის, საარბიტრაჟო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად;
5.2.3. რომლის მოპოვებაც შესაძლებელია საჯარო წყაროებიდან.
5.3. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას კომპანიისათვის წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი ან/და სხვა ინფორმაცია) დამუშავებაზე.
5.4. კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას მოახდენს მხოლოდ შემდეგი მიზნ(ებ)ით:
5.4.1 კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე პროდუქტის/სერვისის ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლის ინტერესებისა და კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;
5.4.2.აქციების, მარკეტინგული შეთავაზებების, კომპანიის შესახებ ინფორმაციის, მისი საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე შეთავაზებების (ოფერების), მათ შორის, სპეციალური შეთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მოწოდების/გაცნობის მიზნით;
5.4.3.მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და მისი განახლების მიზნით;
5.4.4.კვლევების, გამოკითხვების ჩატარების, მათ შორის, სტატისტიკური კვლევების ჩატარებისა და ანალიტიკური მიზნებისთვის.
5.5. კომპანია არ გადასცემს მესამე პირებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
5.5.1. არსებობს მომხმარებლის თანხმობა;
5.5.2. კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მომხმარებელმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;
5.5.3. აუცილებელია ასეთი ინფორმაციის მესამე პირებისათვის გადაცემა მოქმედი კანონმდებლობების მოთხოვნათა დაცვით და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
5.6. კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მიიღებს ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
5.7. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
5.8. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ მის მიერ გაცხადებულ თანხმობაზე კომპანიისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება, გარდა ფულადი ვალდებულებების შესრულების შესახებ მისივე თანხმობით დამუშავებული ინფორმაციისა, რა შემთხვევაშიც კომპანია შეწყვეტს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ან/და გაანადგურებს დამუშავებულ მონაცემებს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი.
კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები
6.1. კომპანია პასუხისმგებელია წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მომხმარებლისათვის მიყენებული მატერიალური ზიანისათვის წინამდებარე ხელშეკრულებით, მათ შორის, „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად და არაუმეტეს „მომხმარებლის სახელმძღვანელოში“ მითითებული ოდენობით. ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლისათვის მიყენებული შესაძლო არაპირდაპირი ზიანი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი.
6.2. წინამდებარე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის გათვალისწინებით, კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი არაუმეტეს „მომხმარებლის სახელმძღვანელოში“ მითითებული ოდენობით, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული) დაკარგვის, გზავნილის შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანების ან განადგურების შედეგად, თუ არ არსებობს კომპანიის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ, კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება:
6.2.1. თუ გზავნილი ჩაბარებულია კომპანიის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
6.2.2. იმ გზავნილების მიმართ, რომელთა ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა მომხმარებლისგან მიღებული არასწორი ან/და არასრული ინფორმაცია;
6.2.3. დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში;
6.2.4. თუ გზავნილის დაკარგვა ან მისი შიგთავსის არარსებობა ან დაზიანება გამოწვეულია გამგზავნის ბრალით (მათ შორის, არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის თვისებებით;
6.2.5. იმ გზავნილის მიმართ, რომელიც შეიცავს გასაგზავნად აკრძალულ ნივთებს;
6.2.6. თუ გზავნილი არასათანადოდ არის შეფუთული;
6.2.7. იმ გზავნილების მიმართ, რომელთა შიგთავსი არის მსხვრევადი საგნები (მათ შორის, ეკრანი, ჭურჭელი, ჭაღი, ბრა, სუნამო, მინის ნებისმიერი ნაკეთობა და სხვა);
6.2.8. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ გზავნილის დაკავების, განადგურების ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;
6.2.9. თუ გზავნილის დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვევა განხორციელებულია იმაზე მეტ თანხად, ვიდრე გზავნილის რეალური ღირებულებაა (ამ შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ გზავნილის რეალური ღირებულება);
6.2.10. თუ ანაზღაურების მიღების მიზნით მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;
ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
7.1. წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ, ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
7.2. ,,კომპანია“ უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პირადი ანგარიშითა და საიტის დისტანციური მომსახურებებით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე ,,წესებისა და პირობების“ მოთხოვნები.
7.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ,,კომპანიის“ საიტის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას. საიტის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში, დამკვეთს/მომხმარებელს უნარჩუნდება ყველა ფინანსური ვალდებულება ,,კომპანიის“ მიმართ, რაც წარმოშობილია პირადი ანგარიშის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი
8.1. მხარეებს შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება/დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატებითი პირობები
9.1. მხარეები აცხადებენ, რომ კომპანია ვალდებულებას იღებს მხოლოდ იმ პროდუქტის/სერვისის მიწოდებაზე, რაც განსაზღვრულია და სათანადოდ მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
9.2. კომპანია უფლებას იტოვებს მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესები და პირობები, აგრეთვე კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შესახებ, მათ შორის, პროდუქტების/სერვისების საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების, პროდუქტების/სერვისების მიწოდების ვადებისა და სხვა პირობების შესახებ, რა შემთხვევაშიც ცვლილება ძალაშია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მომხმარებლის დამატებითი შეტყობინების გარეშე.