სამუშაო საათები : ორშ - პარ. 09:30 - 22:00 / შაბ. - კვირა 10:00 - 18:00

კონფიდეციალურობა

კონფიდენციალობის ვალდებულება
5.1. მხარეები ვალდებული არიან, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
5.2. კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
5.2.1. რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
5.2.2. თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო, მათ შორის, საარბიტრაჟო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად;
5.2.3. რომლის მოპოვებაც შესაძლებელია საჯარო წყაროებიდან.
5.3. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას კომპანიისათვის წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი ან/და სხვა ინფორმაცია) დამუშავებაზე.
5.4. კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას მოახდენს მხოლოდ შემდეგი მიზნ(ებ)ით:
5.4.1 კომპანიის საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე პროდუქტის/სერვისის ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებლის ინტერესებისა და კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად;
5.4.2.აქციების, მარკეტინგული შეთავაზებების, კომპანიის შესახებ ინფორმაციის, მისი საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე შეთავაზებების (ოფერების), მათ შორის, სპეციალური შეთავაზებების ან/და სარეკლამო მასალის მოწოდების/გაცნობის მიზნით;
5.4.3.მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და მისი განახლების მიზნით;
5.4.4.კვლევების, გამოკითხვების ჩატარების, მათ შორის, სტატისტიკური კვლევების ჩატარებისა და ანალიტიკური მიზნებისთვის.
5.5. კომპანია არ გადასცემს მესამე პირებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
5.5.1. არსებობს მომხმარებლის თანხმობა;
5.5.2. კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მომხმარებელმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;
5.5.3. აუცილებელია ასეთი ინფორმაციის მესამე პირებისათვის გადაცემა მოქმედი კანონმდებლობების მოთხოვნათა დაცვით და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
5.6. კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მიიღებს ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
5.7. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
5.8. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ მის მიერ გაცხადებულ თანხმობაზე კომპანიისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება, გარდა ფულადი ვალდებულებების შესრულების შესახებ მისივე თანხმობით დამუშავებული ინფორმაციისა, რა შემთხვევაშიც კომპანია შეწყვეტს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ან/და გაანადგურებს დამუშავებულ მონაცემებს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი.