მიწოდების ვადისა და ღირებულების დაანგარიშება
მიწოდების ვადებისა და ღირებულების დაანგარიშება ხდება ვებ-გვერდზე პირად კაბინეტში ჩაშენებული კალკულატორის საშუალებით, სადაც მომხმარებელი უთითებს დეტალურ ინფორმაციას: მიწოდების ადგილს და ამანათის საწყის მისამართს. ამ ინფორმაციის მითითების შემდეგ კალკულატორი ავტომატურად დაითვლის მომსახურების ღირებულებასა და ვადებს.
გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს საწყობში ხდება ამანათის გადაწონვა და 3-4%-ზე მეტი სხვაობის შემთხვევაში ღირებულება გადაანგარიშდება.
გაგზავნის პირობები - შეკვეთის რეგისტრაციისთვის შესაძლებელია, როგორც კომპანიის ვებ-გვერდის, ასევე სოციალური ქსელების - Facebook და Instagram - საკომუნიკაციო არხების გამოყენება.
მნიშვნელოვანია შეკვეთის რეგისტრაციისას ზუსტი ინფორმაციის მითითება: სწორი სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი და მისამართი. დამატებითი სერვისებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ კომენტარის მითითება ან შესაბამისი ველების მონიშვნა.
ამანათის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ის უნდა იყოს შეფუთული, დალუქულ მდგომარეობაში. თუ მომხმარებელს არ მოეპოვება შესაფუთად საჭირო მასალები, ჩვენი გუნდი იზრუნებს ამ საკითხზე. ამ შემთხვევაში რეგისტაციისას უნდა იყოს დაფიქსირებული შეფუთვის საჭიროებაც.
კომპანია აუცილებლად უნდა ფლობდეს ინფორმაციას ამანათში მტვრევადი/მსხვრევადი ნივთების არსებობის შესახებ, შეფუთვა უნდა იყოს დასტიკერებული შემდგომში მისი იდენტიფიკაციისათვის. შესაძლებელია კომპანიის მიერ სპეციალურად შემუშავებული ფორმით სარგებლობა, რომელიც სტიკერის სახით ამანათის რეგისტრაციისას ავტომატურად დაგენერირდება.